ფეხბურთი

16:25 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთს მძიმე ბრძოლაში მოუგო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთში ადგილობრივ გუნდთან კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა.

ვასილ მასიურაძის გუნდმა პირველი ტაიმი 0:1 წააგო, თუმცა, მეორე ნახევარში სიტუაციის გამოსწორება მოახერხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლით გაათანაბრა, ხოლო 3 წუთში სტანდარტის შემდეგ გიორგი პირტახიამ ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთს ორი დღის წინაც მოუგო, ოღონდ მაშინ უფრო დამაჯერებლად და მშვიდად - 2:0.

ვასილ მაისურაძის გუნდმა ამით ესტონური შეკრება დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.

ესტონეთი - საქართველო 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ვეტკალი (45), 1:1 სიხარულაშვილი (90), 1:2 პირტახია (90)

0.120646