თამაშგარე

12:25 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორამ ხესე გაახევა

ესპანელი მოდელი და ტელეწამყვანი ორა რუისი კარგა ხნის მანძილზე ბეყერა მობურთალ ხესე როდრიგესის გულისსწორად ითვლებოდა. მიუხედავად ხესეს არცთუ წარმატებული საფეხბურთო კარიერისა, ორა რუისი ჟურნალისტებთან საუბარში თუ საკუთარ რეალითი შოუში გულახდილი მონოლოგისას,მომავლის იმედს არასოდეს კარავდა.

ორა მუდამ ამბობდა, რომ ადამიანი არ უნდა შეეგუოს ბედს და მუდამ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ წარმატებები მის კარსაც შეაღებს. თუმცა, როგორც ჩანს, მასაც ამოუვიდა ყელში გახევებულ ხესესთან მეგობრობა და ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გამართლდა ბულვარული მედიის ვარაუდი და ეს წყვილი დაშორდა.

ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი ევროპის “ყვითელი მოკალმეები“ ვარაუდობენ, რომ ორა რუისის გული ცარიელი არ იქნება და მას უკვე ეყოლება შერჩეული გულისსწორი. მით უმეტეს, რომ ამ ქალს კაცები გარს ისე ეხვევიან როგორც მწერები თაფლს და როგორც კორუმპირებული ჩინოვნიკები ბიუჯეტს...

0.139378