ფეხბურთი

21:31 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი - საქართველო: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრები ბადახოსში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ცნობილი გახდა ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. ვილი სანიოლმა როგორც მოსალოდნელი იყო, კოსოვოსთან მატჩთან შედარებით სასტარტო 11-ეულში რამდენიმე ცვლილება მოახდინა. ძირითადში ითამაშებენ ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი და ირაკლი ზარია მოხვდნენ და სამივე მათგანს დებიუტი აქვთ.

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი; ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია; სოლერი, როდრი, ლორენტე; სარაბია, აბელ რუისი, ფერან ტორესი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე; აბურჯანია, კანკავა; ზარია, მამუჩაშვილი, აზაროვი; დავითაშვილი

ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა საბა ლობჟანიძე, რომელმაც გახურებისას ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად სანიოლს ზურიკო დავითაშვილის სასტარტო 11-ეულში გამწესება მოუწია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოთხი თამაშის შემდეგ 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო ესპანეთმა 7 ქულა დააგროვა და შვედეთს ორი ქულით ჩამორჩება, თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, რაც ლუის ენრიკეს გუნდის შანსებს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში საკმაოდ ამცირებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.119129