ფეხბურთი

10:33 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში ბათუმის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გამართა. საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ნაკრებთა მეორე თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 31 წუთზე გავიდა. შაგინიას პასის შემდეგ სებიკვერაძემ ეფექტური გოლი გაიტანა და თამაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოიგო.

საქართველო-ბელარუსი 1:0

ბათუმის ოლუმპიური სასახლე

საქართველო: ბუკია (კ), თოფურია, ღავთაძე, კეკელია, ჯვარაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: კუპატაძე, ჯამბურია, ბინიო, ჩიმაკაძე, შაგინია, სებისკვერაძე, თოდუა, ჭუმბურიძე, გიორგაია.

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ბელარუსი: ლუკმა, ლაზიუკი, შერბიჩი, გორბენკო (კ), ბატურინი

სათადარიგო შემადგენლობა: ჩურილინი, ევდომიკოვი, მატვიენკო, სილივონჩიკი, სელიუკი, კოზელი, ლოსი, პისკუნი, პინჩუკი, კნიგა​

მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრ სავინცევი

​მსაჯები: ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, დავით ახვლედიანი, გრიგოლ ბლიაძე

გაფრთხილება: შერბიჩი (39:54)

გოლი: სებისკვერაძე (30:04)

საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ნაკრებებს შორის, პირველი ამხანაგური თამაში ბათუმში 3 სექტემბერს გაიმართა. შეხვედრას ფრედ 1:1 დასრულდა.

GFF.GE

0.121242