ფეხბურთი

20:52 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიამ „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებაზე უარი თქვა

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რაფინიამ, განაცხადა, რომ კლუბს იანვრამდე არ დატოვებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, ზაფხულში 28 წლის ფეხბურთელის გადაბირებას „ფენერბაჰჩე“ ცდილობდა. საუბრობდნენ „მილანის“ ინტერესზეც. მაგრამ რაფინიამ პარიზში დარჩენა არჩია.

შეგახსენებთ, რომ რაფინია პსჟ-ში შარშან ზაფხულში გადავიდა.

თეგებირაფინიაპსჟ
0.125772