ფეხბურთი

14:20 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "უფრო მეტი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ და უფრო თამამად ვიმოქმედოთ"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კოსოვოსთან (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გამოცდილი ქართველი მცველის განცხადებით, კარგად ვერ ითამაშეს და საჭიროა ფეხბურთელებმა უფრო მეტი ორთაბრძოლა მოიგონ და თამამად იმოქმედონ.

"რთული თამაში გამოვიდა, დასანანი გოლი გავუშვით. მანამდე იძულებითი ცვლილებაც განხორციელდა. საერთო ჯამში კარგად ვერ ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა უფრო მეტი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ და უფრო თამამად ვიმოქმედოთ. სამწუხაროდ, ნაჩვენები თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქულა მაინც აგვეღო. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები, ეს წაგება ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო, მისი დავიწყება რთული იქნება, მაგრამ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მალე შემდეგ მატჩზე გადავერთოთ", - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.153519