ფეხბურთი

12:56 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ბელარუსს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩები 3 და 4 სექტემბერს ბათუმში შედგება. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი გუნდი ამხანაგური შეხვედრებისთვის 14 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი ფინეთი)

წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი,თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია- (სიპარი, ტაჯიკეთი), ნუკრი ჭუმბურიძე- (სიპარი, ტაჯიკეთი) არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ბინიო - (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი),შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ,თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი)

3 და 4 სექტემბერს დაგეგმილი საქართველო - ბელარუსის ორივე ამხანაგური შეხვედრა კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ YouTube არხზე იხილავთ.

GFF.GE

0.1696