ფეხბურთი

12:55 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენის გადაწყვეტილება პირადად ყატარის ამირამ მიიღო

ყატარის ამირამ, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ, პირადად გადაწყვიტა ამ ზაფხულს კილიან მბაპე არ გაეყიდა - წერს L'Equipe.

წყაროს ინფორმაციით, კლუბის დირქტორთა საბჭო დიდ ხანს ბჭობდა, ღირდა თუ არა მბაპეს 200 მილიონ ევროზე იაფად გაყიდვა. გაისად ზაფხულში ხომ ის თავისუფალი აგენტი გახდება და უფასოდ გადავა, ალბათ მადრიდის „რეალში.“ მაგრამ ამირას უთქვამს, რომ სურს საქმეში ნახოს თავდამსხმელთა ტრიო: ლიონელ მესი - ნეიმარი - კილიან მბაპე.

მბაპე პარიზულ კლუბში 2017 წელს გადავიდა „მონაკოდან“

0.127499