ფეხბურთი

16:41 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "პსჟ ფეხბურთს ანადგურებს"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „პარი სენ ჟერმენი“ გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს გუნდი ფეხბურთს ანადგურებს. ესპანელი ფიქრობს, რომ პარიზული გუნდი ხელფასებში ძალიან ბევრ ფულს იხდის და ეს ფეხბურთისთვის ისეთივე საშიშია, როგორც სუპერლიგის იდეა.

„ასეთი კლუბები ისეთივე საშიშია საფეხბურთო ეკოსისტემისთვის, როგორც სუპერლიგა. ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ სუპერლიგას, რადგან ის ანადგურებს ევროპულ ფეხბურთს და ასეთივე კრიტიკულები ვართ პსჟ-ს მიმართ, იმიტომ, რომ ისიც ანადგურებს ფეხბურთს“, - თქვა ტებასმა.

0.149938