ფეხბურთი

13:56 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ნუნო მენდეში დაიმატა და პაბლო სარაბია გაასხვისა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ მარჯვენა მცველი ნუნო მენდეში დაიმატა. 19 წლის ფეხბურთელი პარიზულ გუნდს იჯარით შეუერთდა.

პსჟ-ს მომდევნო ზაფხულს მენდეშის გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ესპანელი თავდამსხმელი პაბლო სარაბია ფრანგული გუნდიდან „სპოირტინგში“ იჯარით გადავიდა, მენდეშის ტრანსფერის გარიგების საფუძველზე.

ნუნო მენდეში იმედისმომცემი ფეხბურთელია, რომელმაც გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა. ასაკის მიუხედავად, პორტუგალიის ნაკრებში 5 თამაში უკვე აქვს ჩატარებული.

0.148123