ფეხბურთი

1:07 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ "რეალის" 200-მილიონიანი წინადადებაც უარყო

მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს შეძენას ყველანაირად ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როგორც Sky Sports-ი იტყობინება, „პარი სენ ჟერმენმა“ ბოლო წინადადებაც უპასუხოდ დატოვა.

წყაროს თანახმად, „რეალი“ მზად იყო 200 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა შეთავაზებას პასუხიც არ გასცა და კილიანი პარიზულ გუნდში დარჩა.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და შესაძლოა, „სამეფო კლუბმა“ მასთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება იანვარში სცადოს, რაც ზაფხულში უფასო ტრანსფერის საწინდარი იქნება. მბაპე უარს ამბობს პსჟ-სთან ხელშეკრულების განახლებაზე, რადგან „რეალში“ თამაში სურს.

მიმდინარე სეზონი 22 წლის ფრანგმა შემტევმა შესანიშნავად დაიწყო ლიგა 1-ის ოთხ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.161446