ფეხბურთი

10:28 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "მბაპე? საფეხბურთო ინდუსტრია ჭორებით სავსეა"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ლიონელ მესის დებიუტს გამოეხმაურა და გარდა ამისა, კილიან მბაპეზეც გააკეთა კომენტარი, რომელსაც გუნდის დატოვებას ჯერ კიდევ უწინასწარმეტყველებენ.

“ლეო კარგი იყო. ის ჯერ კიდევ შორსაა თავისი საუკეთესო ფორმისგან, მაგრამ ჯარგად ვარჯიშობს და სანაკრებო პაუზის შემდეგ ტოპ კონდიციაში იქნება.

მბაპე? კილიანი ჩვენი ფეხბურთია. იცით, რომ საფეხბურთო ინდუსტრია სავსეა ჭორებით. ჩვენმა პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა ნათლად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. ის ჩვენთანაა და ძალიან ბედნიერი ვარ. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდისთვის საჩუქარი“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ, მაგრამ სატრანსფერი ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ორი დღეა დარჩენილი. პსჟ-ს საფრანგეთის ლიგა 1-ში ოთხ ტურში 12 ქულა აქვს.

0.150369