ფეხბურთი

2:17 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის 300!

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურში ბერლინის „ჰერტას“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

იულიან ნაგელსმანის გუნდმა სეზონი მაღალ დონეზე დაიწყო და გოლების გატანას აგრძელებს რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამრიგად, პოლონელი ფორვარდი „რეკორდმაისტერის“ მაისურით 300-გოლიან ნიშნულს გადასცდა და 333 მატჩში 301 გოლია მის ანგარიშზე.

ლევანდოვსკის გარდა, გოლები ტომას მიულერმა და ჯამალ მუსიალამ გაიტანეს და ბავარიელებმა დედაქალაქელები გაანადგურეს.

„ბაიერნი“ სამი ტურის შემდეგ 7 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას „ლევერკუზენთან“ და „ფრაიბურგთან“ ერთად.

0.1414