ფეხბურთი

14:52 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ჯერჯერობით „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩვეულებრივ რეჟიმში ვარჯიშობს

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე, ჯერჯერობით გუნდთან ერთად ჩვეულებრივ რეჟიმში ვარჯიშობს და არც უხასიათობას უჩივის. ზედმიწევნით ასრულებს მწვრთნელის მითითებებს - გვამცნობს RMC.

წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მბაპემ უკვე აცნობა თანაგუნდელებს მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ და დაემშვიდობა მათო. მაგრამ 22 წლის შემტევი ისევ პარიზშია.

0.135618