ფეხბურთი

20:32 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" და პსჟ ერლინგ ჰოლანდისთვის იბრძვიან

2021 წლის სატრანსფერო ბაზარი კიდევ ერთი ხმაურიანი გარიგება განხორციელდეს. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა „დორტმუნდი“ დატოვოს.

გერმანული გუნდი მზადაა ნორვეგიელ ფორვარდს შეელიოს თუ 150 მილიონ ევროს მიიღებს. დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ ჟერმენი“. „სიტიმ“ ჰარი კეინის დამატება ვერ მოახერხა და ფორვარდს ისევ ეძებს, ხოლო პსჟ ჰოლანდზე იმ შემთხვევაში გაიწევს, თუ კილიან მბაპე „რეალში“ გადავა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ ბოლო დღეებში შეიძლება მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდეს.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2019 წელს გადავიდა და 63 მატჩში 62 გოლის გატანა მოახერხა.

0.146967