ფეხბურთი

23:36 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" პსჟ-ს საბოლოო შეთავაზება გაუკეთა

მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ ჟერმენს“ კილიან მბაპეს ტრანსფერზე ახალი და როგორც ესპანური მედია წერს, საბოლოო შეთავაზება გაუკეთა.

„სამეფო კლუბი“ მზადაა პსჟ-ს 170 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო 10 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაამატოს. ეს არის წინადადება, რომელიც საბოლოოა და მადრიდელები ეცდებიან პარიზელები დაითანხმონ.

„რეალის“ შანსს ორი მნიშვნელოვანი გარემოება ზრდის: მბაპეს „სამეფო კლუბში“ თამაში უნდა და კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, რომელიც 2022 წელს იწურება. შესაბამისად, ფრანგული გუნდი დგას საშიშროების წინაშე, რომ ფრანგი მომდევნო ზაფხულს უფასოდ დაკარგოს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სიახლეები მოსალოდნელია და მხარეებმა შესაძლოა შეთანხმებასაც მიაღწიონ. მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, მან მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.117811