News

18:32 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია: ჟირუს გარეშე და ტეო ერნანდესით

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც რამდენიმე სიახლეა.

დეშამმა გუნდში არ მიიწვია ოლივიე ჟირუ, სამაგიეროდ გამოიძახა „მილანის“ მცველი ტეო ერნანდესი და „მონაკოს“ საყრდენი ნახევარმცველი ორელინ ტჩუამენი. „მამლების“ შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მენიო (მილანი, იტალია), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), რაფაელ ვარანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი), ჟიულ კუნდე (სევილია, ესპანეთი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), დაიოტ უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), პოლ პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი), ორელინ ტჩუამენი (მონაკო), კორენტინ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია), ჯორდან ვერეტუ (რომა, იტალია)

თავდამსხმელები: კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ტომა ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ), კარიმ ბენზემა (რეალი, ესპანეთი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი, გერმანია)

შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრები 1 სექტემბერს ბოსნიას, 4 სექტემბერს, უკრაინას და 7 სექტემბერს ფინეთს შეხვდება.

0.16257