ფეხბურთი

12:50 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მბაპეში 200 მილიონ ევროს ითხოვს

მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპეს შეძენა სურს, მაგრამ პირველი წინადადება, რომლის საფასური 160 მილიონ ევროს შეადგენდა, ფრანგებმა დაბლოკეს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, პარიზელებს ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 200 მილიონი ევროს მიღება სურთ და მოლაპარაკებებს მხოლოდ ამ შეთავაზების შემთხვევაში გააგრძელებენ.

„სამეფო კლუბს“ ჯერ ახალი შეთავაზება არ გაუკეთებია, მაგრამ ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება.

შეგახსენებთ, მბაპეს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. მას ესპანურ გრანდში თამაში სურს, რამაც შესაძლოა, ტრანსფერის განხორციელებაზე დიდი გავლენა იქონიოს.

0.135684