ჩოგბურთი

3:16 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღიას საპრიზო ფონდი რეკორდულად გაიზარდა

აშშ-ის ღია პირველობას წელს რეკორდულად დიდი საპრიზო ფონდი აქვს, რომელმაც 57.5 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს 2019 წლის საპრიზო ფონდზე (57.2 მილიონი დოლარი) მეტია, რომელიც აქამდე რეკორდული იყო.

შეერთებული შტატების საჩოგბურთო ასოციაციის (USTA) გადაწყვეტილებით, ტურნირმა შარშან მაყურებლის გარეშე ჩაიარა და საპრიზო ფონდიც ნაკლები - 53.4 მილიონი დოლარი ჰქონდა.

ფონდის ზრდის მიუხედავად, ერთეულთა ტურნირების გამარჯვებულებს შემცირებული ფულადი ჯილდოები შეხვდებათ. კერძოდ, ჩემპიონების პრიზი 3.0 მილიონიდან 2.5 მილიონამდე არის შემცირებული. მეორე ადგილზე გასულებს კი 1.25 მილიონი შეხვდებათ, რაც შარშანდელ ანაზღაურებაზე 50 ათასით ნაკლები იქნება.

„შარშან ძალიან რთული წელი გვქონდა. პანდემიამ ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა. მაგრამ ჩვენ მუშაობა გავაგრძელეთ, რათა ჩოგბურთი მაღალ დონეზე შეგვენარჩუნებინა. და მიზანს მივაღწიეთ, რადგან წელს საპრიზო ფონდი ოთხი მილიონით გაიზარდა და ტურნირს წამყვანი ჩოგბურთელები დაუბრუნდებიან“, - ამბობს USTA-ს მთავარი აღმასრულებელი მაიკ დოუსი.

პირველ წრეში თამაშისთვის, ყოველი ჩოგბურთელი 75 000 დოლარს მიიღებს, რაც შარშანდელთან შედარებით, 23 პროცენტით მეტია. მეორე წრეში პრიზები 115 ათას დოლარამდე არის გაზრდილი (100 ათასიდან).

USTA-ს ინფორმაციით, ანზღაურება წყვილების და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ტურნირებზეც გაიზარდა.

აშშ-ის ღია პირველობა, რომელსაც მაყურებელი უბრუნდება, სტარტს 30 აგვისტოს აიღებს.

0.108343