ფეხბურთი

21:16 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლიონმა" შაქირი დაიმატა

შვეიცარიის ნაკრების ლიდერი შერდან შაქირი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

29 წლის ფეხბურთელმა ფრანგებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ინგლისური „ლივერპული“, სადაც სთამაშო პრაქტიკას მოკლებული იყო, დატოვა.

შაქირი „ლივერპულში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 63 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მანამდე შვეიცარიელი „ბაზელის“, „ბაიერნის“, „ინტერისა“ და „სტოკ სიტის“ ღირსებას იცავდა.

შვეიცარიის ნაკრებში შაქირი 2010 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 96 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი.

0.14345