ფეხბურთი

16:41 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ლუკაკუ დემოკრატიული ლიდერია"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა რომელუ ლუკაკუს შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელმაც სადებიუტო მატჩში „არსენალის“ წინააღმდეგ (2:0) გოლიც გაიტანა. გერმანელი სპეციალისტი ბელგიელი ფორვარდით ძალიან კმაყოფილია.

„რომელუ გუნდთან უკვე ძალიან კარგადაა ინტეგრირებული და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ის არის ძალიან ჭკვიანი ბიჭი, რომელსაც გუნდთან ყოფნა უყვარს. ყველას ესაუბრება და დემოკრატიული ლიდერია. მეგობრული და თავმდაბალია, მაგრამ კონკურენტუნარიანი.

მასთან ერთად შეგვიძლია იმის გაკეთება, რაც აქამდე არ შეგვეძლო: ბურთს კარგად ინარჩნებს და სივრცეებს ითვისებს. უკეთესად დაწყება შეუძლებელი იყო, შეეძლო კიდევ ერთი გოლი გაეტანა, ეს კარგი დასაწყისია, მაგრამ გაუმჯობესება შეგვიძლია“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ორი ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა, გარდა ამისა, ევროპის სუპერთასის მოგებაც შეძლო.

0.156082