ფეხბურთი

2:30 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცას" ფანები მოედანზე შევარდნენ და "მარსელის" ფეხბურთელებთან იჩხუბეს (+VIDEO)

„ნიცასა“ და „მარსელის“ მატჩი შეწყდა, რისი მიზეზიც მოედანზე მასპინძელი ფანების შევარდნა გახდა. ინციდენტი მე-80 წუთზე მოხდა, როდესაც „ნიცა“ იგებდა (1:0).

სტუმართა ფეხბურთელს დიმიტრი პაიეს კუთხურის ჩაწოდების დროს ფანებმა ბოთლები ესროლეს, რაზეც ფრანგმა შემტევმა საპასუხო რეაქცია გამოავლინა და იგივე ბოთლები ფანებს ესროლა. შემდეგ სიტუაცია უკონტროლო გახდა.

გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან ჩხუბი დაიწყეს, რის შედეგადაც „მარსელის“ მოთამაშეთა ნაწილმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. ჩხუბში ფეხბურთელების გარდა, სამწვრთნელო შტაბის წევრები და მათ შორის ხორხე სამპაოლიც მონაწილეობდა.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მსაჯები და „ნიცას“ ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნდნენ, მაგრამ „მარსელმა“ მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვა და სტადიონი დატოვეს. მოსალოდნელია, რომ ხორხე სამპაოლის გუნდს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.

0.129314