ფეხბურთი

14:00 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მბაპეს ტრანსფერზე სუპერშეთავაზება მოამზადა

მადრიდის „რეალი“ „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის კილიან მბაპეს ტრანსფერის იმედს არ კარგავს. როგორც გამოცემა As-ი იტყობინება, „სამეფო კლუბი“ უახლოესი 10 დღის განმავლობაში ეცდება ფრანგი შემტევის გადაბირებას.

„რეალი“ მზადაა პსჟ-ს 130 მილიონი ევროდან 170 მილიონი ევრომდე შესთავაზოს და გადაიბიროს ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება და შეიძლება პარიზელებმა ის უფასოდ დაკარგან.

მბაპეს „რეალში“ თამაში სურს და პარიზულ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. სწორედ ამიტომ, ესპანელებს სჯერათ, რომ ფრანგულ კლუბს ტრანსფერზე დაითანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ს 2017 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.117281