ჭიდაობა

16:49 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: დიეგო ჩხიკვაძე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაება და ფინალში გასვლა დიეგო ჩხიკვაძემ მოახერხა.

63 კგ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ფრანგ იანის დრის ნიფრის 9:0 აჯობა, მერვედფინალში ფინელი კასპერი კრისტიან კაუჰანენი 8:1 დაამარცხა, მერე თურქ ისმაილ ორუჩოღლის 3:0 სძლია, ხოლო ნახევარფინალში შვედი ნიკლას პონტუს ოლენი 6:0 დაამარცხა. ფინალში ქართველი მოჭიდავე 21 აგვისტოს რუს საიდ ხუსეინ ბაკაევს დაუპირისპირდება.

გიორგი თოხაძემ (55 კგ) ლატვიელი კასპარს ბონდარენკო 9:4 დაამარცხა, მერე გერპამენ გეორგიოს სპარპელოს 8:0 აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ყაზახ იშხარ კურბაიევთან 4:11 წააგო, ხოლო ყაზახი ფინალში ვერ გავიდა და ქართველი მოჭიდავეც მედლის გარეშე დარჩა.

გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს სილამ ალიევთან (0:8), მაგრამ რუსი ფინალში გავიდა და ხვალ ქართველი რეპეშაჟში იჭიდავებს, საიდანაც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს და ყირგიზ ბაკდაულეტ ეგენბერდიევს შეხვდება. გიორგი მეტრეველი (87 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ყირგიზ ნარტუ აბდურახმანოვთან 7:9, ვერც მისი მძლეველი გავიდა ფინალში და მეტრეველმა ასპარეზობა დაასრულა. 130 კგ წონით კატეგორიაში კი მათე გოქაძემ საწყის ეტაპზე ადოლფ ბაშოსთან 1:4 წააგო, მერე ვერც უნგრელი გავიდა ფინალში და ქართველი ასპარეზობას გამოეთიშა.

ხვალ დიეგო ჩხიკვაძის ფინალის გარდა, კიდევ ხუთი ქართველი გავა ხალიჩაზე და ასპარეზობაში ჩაერთვებიან - დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), ლუკა ოჩიგავა (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), საბა მამალაძე (82 კგ), ლაშა ტვილდიანი (97 კგ).

0.157169