ფეხბურთი

22:06 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი ტრავმირებულია

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გრანდის ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც გაირკვა, ნოიერმა დაზიანება გერმანიის სუპერთასზე „დორტმუნდთან“ მატჩში მიიღო, მაგრამ ამის მიუხედავად მთელი თამაში შეუცვლელად ჩაატარა. გარდა ამისა, ნოიერმა მას მერე, რამდენიმე ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ბოლო საწვრთნელ პროცესზე დაზიანებამ თავი იჩინა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხნით გამოაკლდა 34 წლის მეკარე „რეკორდმაისტერს“. „ბაიერნი“ უახლოეს შეხვედრას ბუნდესლიგის მეორე ტურის ეგიდით 22 აგვისტოს, „კიოლნს“ უმასპინძლებს.

0.124682