ჩოგბურთი

1:10 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დომინიკ თიმი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

აშშ-ის ღია პირველობის ავსტრიელი ჩემპიონი დომინიკ თიმი ტიტულის დასაცავად თამაშს ვერ შეძლებს. მსოფლიოს მეექვსე ჩოგნის თქმით, ამის მიზეზი მაჯის ტრავმაა, რომელიც მალიორკას ღია პირველობაზე თამაშისას მიიღო. უფრო მეტიც, ამავე ტრავმის გამო, ის თამაშს მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილშიც ვერ შეძლებს.

„უკვე ექვსი თვეა, მე სამედიცინო რჩევებს ვითვალისწინებ, მაჯაზე სახვევს ვიკეთებ და ფორმის შესანარჩუნებლად ვვარჯიშობ. მაგრამ წინა კვირაში ვარჯიშის შემდეგ, ისევ ტკივილი დამეწყო. ტესტების შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ მაჯის უფრო დიდი ხნით დასვენება მჭირდება. ძნელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვიცი, რომ ის უნდა მიმეღო“, - ამბობს 27 წლის თიმი.

ეს უკვე მეორე სეზონია, როდესაც აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, ტიტულის დასაცავად თამაშს ვერ ახერხებს. შარშან ჩემპიონის რანგში ტურნირი რაფაელ ნადალმა გამოტოვა.

აშშ-ის ღია პირველობა 30 აგვისტოს აიღებს სტარტს.

0.130065