ფეხბურთი

19:28 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" ინკაპიე და ანდრიხი დაიმატა

ლევერკუზენის "ბაიერმა" ეკვადორელი და გერმანელი ფეხბურთელები პიერო ინკაპიე და რობერტ ანდრიხი დაიმატა. აღნიშნულმა ფეხბურთელებმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პიერო ეკვადორის ეროვნული ნაკრების და არგენტინული "ტალიერესის" ფეხბურთელი იყო. ეროვნულ გუნდში ფეხბურთელი 2021 წლის ივნისში გამოიძახეს. ანდრიხი კი "უნიონში" 2019 წლიდან ასპარეზობდა და 66 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.155805