ფეხბურთი

0:47 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" სეზონში პირველი ტიტული მოიგო

მიუნხენის „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიგო და გერმანიის სუპერთასს დაეუფლა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა „დორტმუნდი“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ პრობლემების გარეშე დაამარცხა.

„რეკორდმაისტერი“ პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა და ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. პოლონელი ახალ სეზონსაც შესანიშნავ ფორმაში შეხვდა და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მეორე ნახევრის დასაწყისში მისი აქტიურობის შედეგად ტომას მიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

„დორტმუნდმა“ მალევე მოახერხა მარკო როისის ულამაზესი გოლით სიტუაციის დაძაბვა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. მერე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

ამრიგად, იულიან ნაგელსმანმა „ბაიერნმა“ პირველი ტიტული მოიგო. მიუნხელებმა ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეცხრედ მოიპოვეს გერმანიის სუპერთასი, რაც რეკორდია.

„დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (41), 0:2 მიულერი (50), 1:2 როისი (64), 1:3 ლევანდოვსკი (74)

0.121479