ჩოგბურთი

3:08 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაომი ოსაკა საპრიზო თანხას მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტის შესწირავს

ნაომი ოსაკამ განაცხადა, რომ ცინცინატის „ვესტერნ ენდ საუთერნის“ ღია პირველობაზე მიღებულ საპრიზო თანხას, ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდს გადაურიცხავს. ოსაკა საქველმოქმედო საქმიანობით ისედაც გამოირჩევა, ამჯერად კი ორმაგი ინტერესი აქვს - ჰაიტი მამამისის სამშობლოა.

კარიბის ზღვის აუზის ამ ღარიბ ქვეყანაში, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა.

„ძალიან მტკივა, როცა ამ განადგურებულ ქვეყანას ვუყურებ. ეს სიმშვიდეს მაკარგვინებს. ამ კვირაში ტურნირზე გამოვდივარ და მთელ საპრიზო თანხას, რასაც მივიღებ, ჰაიტისთვის გავიღებ“, - განაცხადა მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ოსაკამ.

ოსაკას დედა იაპონელი ჰყავს და თავადაც იაპონიის სახელით ასპარეზობს. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ქველმოქმედობით და ჩაგრულთა მიმართ სოლიდარობით. მაგალითად, აშშ-ის შარშანდელი ღია პირველობის დროს, პირბადეს იკეთებდა, რომელზეც პოლიციის ძალადობის მსხვერპლთა სახელები ეწერა.

ცინცინატის ტურნირზე ოსაკა მეორე ნომრად არის განთესილი.

0.113714