ფეხბურთი

1:40 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბევრი ცვლილების გამო გერმანიის თასის გათამაშებიდან "ვოლფსბურგი" მოხსნეს

„ვოლფსბურგი“ გერმანიის თასიდან მოხსნეს. საქმე ისაა, რომ „მგლებმა“ პირველ წრეში მეოთხე ლიგის ბინადარი „მიუნსტერი“ დამატებით დროში 3:1 დაამარცხეს, მაგრამ ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.

მარკ ვან ბომელმა, რომელიც „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელია, 6 ცვლილება განახორციელა, ერთით მეტი, ვიდრე ნებადართულია. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მეექვსე ცვლილება დამატებით დროში გამოიყენა, რაც სხვა ტურნირებზე რეგლამენტით დაშვებულია, თუმცა, გერმანიის თასზე - არა.

ამიტომაც, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა საკითხზე იმსჯელა და „ვოლფსბურგი“ გათამაშებიდან მოხსნა. ზემოხსენებული თამაში 8 აგვისტოს გაიმართა და „მიუნსტერი“ წაგების მიუხედავად მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.

0.157374