ფეხბურთი

2:17 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის წარმატებული მადრიდული რე-დებიუტი

ახალდაწყებული პრიმერა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ლეო მესი აღარ არის, ჩვენთვის ორმაგად საინტერესო იქნება. იქ ხომ გიორგი მამარდაშვილი იცავს „ვალენსიას“ კარს. პარასკევს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, ექს-ლოკომოტიველმა შესანიშნავად ჩაატარა სადებიუტო მატჩი. ბოლო წუთებზე სასწაული ბურთი მოიგერია და თავის გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა. მერე ესპანელმა ჟურნალისტებმა დაწერეს: კარგად დაიმახსოვრეთ ეს გვარი, ხშირად მოგიწევთ მისი გამეორებაო. ძალიან სასიამოვნო ამბავია.

ამ ფაქტზე „მსოფლიო სპორტი“ უკვე წერდა დაწვრილებით, ამიტომ აღარ გავმეორდებით. შაბათის სათამაშო დღის მთავარი მოვლენა კი ბასკურ ვიტორია-გასტეისში მოხდა, სადაც „ალავესმა“ კარლო ანჩელოტის „რეალს“ უმასპინძლა, იტალიელი სპეციალისტის მადრიდული რე-დებიუტი წარმატებული გამოდგა, მადრიდელებმა 1:4 გაიმარჯვეს,

თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ, ვერ იტყოდით, რომ მეორეში „სამეფო კლუბს“ ასეთი უპირატესობა ექნებოდა.

შესანიშნავი იყო კარიმ ბენზემა. ფრანგმა დუბლი მიითვალა და მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბული ჰყავდა მეტოქე მცველები. ცუდი არ იყო ედენ აზარი, ყოველ შემთხვევაში ტრავმიანობა აღარ ეტყობოდა.

აქტიური გახლდათ ბელგიელის მაგიერ მინდორზე გასული ვინისიუსი. ბრაზილიელმა ბევრი იმოძრავა და ბოლოს საწადელს მაინც მიაღწია. მეოთხე გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

მოკლედ, „რეალმა“ სამი ქულა ჩაიწერა, კვირას „ბარსელონას“ ჯერია. უკვე მესის გარეშე...

ესპანეთი

პრიმერა. 1 ტური. 14 აგვისტო

ალავესი - რეალი 1:4

ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა“

0:1 ბენზემა (48), 0:2 ნაჩო (56), 0:3 ბენზემა (62), 1:3 ხოსელუ (65 პენ), 1:4 ვინისიუსი (90+2)

ალავესი: პაჩეკო, აგირეგაბირია, ლაგუარდია, ლეჟენი, დუარტე, პინა (მოია 82), გარსია (გუიდეტი 59) , პონსი (ლუმი 59), რიოხა (პელისტრი 68), მენდესი (მარტინი 68), ხოსელუ

მწვრთნელი: ხავიერ კალიეხა

რეალი: კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, ალაბა, ვალვერდე (ისკო 88) , კაზემირო, მოდრიჩი (ასენსიო 88), აზარი (ვინისიუსი 66), ბეილი (როდრიგო 68), ბენზემა (იოვიჩი 89)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: სესარ სოტო გრადო

გაფრთხილება: გარსია (35); ბეილი (53)

კადისი - ლევანტე 1:1

0:1 მორალესი (39), 1:1 ესპინო (90+7)

მალიორკა - ბეტისი 1:1

1:0 ოლივანი (25), 1:1 ხუანმი (59)

ოსასუნა - ესპანიოლი 0:0

13 აგვისტო

ვალენსია - ხეტაფე 1:0

1:0 სოლერი (11 პენ)

ვალენსია: მამარდაშვილი, ალდერეტე, კორეა, პაულისტა, გაია, ვასი (რეჩიჩი 69), ჩერიშევი (სობრინო 77), გილიამონი, სოლერი (დიაკაბი 87), გომესი, გედეში (ხასონი 86)

მწვრთნელი: პეპე ბორდალასი

გაძევება: გილიამონი (3, ვალესია), კაბაკო (76 ხეტაფე)

15 აგვისტო

სელტა -ატლეტიკო

ბარსელონა - სოსიედადი

სევილია - რაიო ვალეკანო

16 აგვისტო

ვილიარეალი - გრანადა

ელჩე - ბილბაო

0.157916