ფეხბურთი

22:47 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგა დუბლით და 3 საგოლე პასით გახსნა

გერმანიის ბუნდესლიგის 2021-2022 წლების სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო ერლინგ ჰოლანდმა. როგორც ჩანს, ნორვეგიელი ფეხბურთელის შესაძლებლობებს საზღვრები არ გააჩნია და აგრძელებს საფეხბურთო სამყაროს გაოცებას.

„დორტმუდმა“ ბუნდესლიგის პირველ ტურში „აინტრახტს“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 5:2 დაამარცხა. ჰოლანდი უბრალოდ შეუდარებელი იყო და ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა! ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

ჰოლანდმა ჯერ მარკო როისსა და ტორგან აზარს გაატანინა, მერე თვითონ გახსნა ბუნდესლიგაში ამ სეზონის პირადი ანგარიში და „ბორუსიამ“ ტაიმი 3:1 მოიგო. ერლინგმა ფრანკფურტელთა რბევა მეორე ნახევარშიც განაგრძო, ჯერ რეინას გაატანინა, მერე თვითონ გაიტანა. „აინტრახტის“ რიგებში სადებიუტო თამაშში შეძლო თავის გამოჩენა იენს-პეტერ ჰაუგემ, მაგრამ ეს მისი გუნდისთვის დიდი ვერაფერი შვება იყო.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „ჰოფენჰაიმის“ დიდებული სტარტი, რომელმაც სტუმრად „აუგსბურგი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო „შტუტგარტმა“ ახალხან ბუნდესლიგაში აღზევებული „ფიურტი“ შინ 5:1 დაამარცხა.

„არმინია“ – „ფრაიბურგი“ 0:0 (0:0)

„აუგსბურგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ლარსენი (37), 0:2 ადამიანი (79), 0:3 რუტერი (87), 0:4 რუდი (90)

„შტუტგარტი“ – „ფიურტი“ 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ენდო (30), 2:0 კლემენტი (36), 3:0 კემპფი (55), 4:0 ალ ღადიუ (61), 5:0 კემპფი (76), 5:1 ლეველინგი (90)

„უნიონი“ – „ლევერკუზენი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ავონი (7), 1:1 დიაბი (12)

„ვოლფსბურგი“ – „ბოხუმი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ვეგჰორსტი (22)

„დორტმუნდი“ – „აინხტრახტი“ 5:2 (3:1)

გოლები: 1:0 როისი (23), 1:1 პასლაკი (27, ა.გ), 2:1 აზარი (32), 3:1 ჰოლანდი (34), 4:1 რეინა (58), 5:1 ჰოლანდი (72), 5:2 ჰაუგე (86)

0.148855