ფეხბურთი

19:56 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: „ჩელსიმ" განსხვავებული ლუკაკუ დაიმატა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რომელუ ლუკაკუ ძალიან შეიცვალა და ახლა „ჩელსიმ“ სულ სხვა, ძლიერი ფეხბურთელი დაიმატა.

„ეს იყო შესანიშნავი ტრანსფერი. ლუკაკუმ პრემიერლიგა ძალიან კარგად იცის, მას ორი წარმოუდგენლად კარგი სეზონი ჰქონდა იტალიაში და შესაძლოა ბრიტანული ფეხბურთის მოყვარულებმა ვერ გაიგეს თუ რამხელა გავლენა ჰქონდა მას მილანის „ინტერის“ პროექტში. იტალიელებს ეროვნული ჩემპიონატის მოგება უნდოდათ, მას შემდეგ რაც „იუვენტუსმა“ ზედიზედ ცხრაჯერ მოიგო სკუდეტო. ლუკაკუ კი საკვანძო ფეხურთელი გახდა, რომლის გარშემოც ეს პროექტი შეიქმნა და გახდა კიდეც ლიდერი მოედანზე. „ჩელსი“ კარგად იცნობს ამ ფეხბურთელს, თუმცა ათი წლის შემდეგ მათ სულ სხვა დონის ფეხბურთელი დაიმატეს. რომელუ „ჩელსის“ გააძლიერებს და გუნდის ყველა თამაშის დონეს მაღლა ასწევს.“

ლონდონის „ჩელსიმ“ მილანის „ინტერიდან“ რომელუ ლუკაკუ 97,5 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა, რაც კლუბისთვის სარეკორდი ტრანსფერია.

0.153255