ფეხბურთი

16:40 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენიამ კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო

ლევან ყენიამ 30 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. ყენია გერმანიის მე-4 ლიგის ბინადარ „ურდინგენში“ მთავარი მწვრთნელის დმიტრი ვორონოვის ასისტენტი იქნება.

ყენიამ საფეხბურთო კარიერის დასრულება ტრავმების გამო გადაწყვიტა, რის გამოც მან თავისი პოტენციალის ნახევარიც კი ვერ აჩვენა.

„ურდინგენი“ სეზონის პირველ მატჩს 14 აგვისტოს, სტუმრად „ობერჰაუზენთან“ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ყენიას საფეხბურთო კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დიაწყო, საიდანაც გელზენკირხენის „შალკეში“ გადავიდა. მან ასევე ითამაშა ლვოვის „კარპატიში“, დიუსელდორფის „ფორტუნაში“, პრაღის „სლავიაში“, ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და თბილისის „საბურთალოში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ლევანმა 29 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.126763