ჩოგბურთი

10:18 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი 1/8 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერ, ჰუბერტ ჰურკაჩს შეხვდა და სამ სეტში: 7:6(9:7), 4:6, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა და და პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ნიკა 6:4-ს იგენდა. ჰურკაჩმა ზედიზედ 3 ქულა აიღო და ჩვენებურს საქმე გაურთულა. ამის მიუხედავად ბასილაშვილმაც ზედიზედ სამი ქულის მოპოვება შეძლო და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

განსხვავებით პირველი სეტისგან, მსოფლიო რეიტინგის 42-ე ნომერს არ გაუმართლა და მეორე და მესამე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 4:6, 4:6 დათმო.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდგომ კანადაში გადაინაცვლა, სადაც ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. განსაკუთრებით იოლად მან 1/16 დინალში ალეკს დე მინორს აჯობა, რომელიც 57 წუთში 6:1, 6:1 დაამარცხა. თუმცა, ეს მისი მაქსიმუმი გამოდგა და ¼ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

0.152528