ჩოგბურთი

23:44 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა დე მინორს 57 წუთში მოუგო და მერვედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსის მერვედფინალში გავიდა. 29 წლის ბასილაშვილმა 1/6 ფინალში ავსტრალიელი ალექს დე მინორი ძალიან იოლად, ორ სეტში 6:1, 6:1 დაამარცხა.

შეხვედრა მხოლოდ 57 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა რეიტინგის მე-18 ნომერ ჩოგბურთელს, შანსი საერთოდ არ მისცა. ბასილაშვილმა ავსტრალიელთან მხოლოდ ორი გეიმი წააგო და ძალიან დომინანტური გახლდათ. ნიკოლოზმა პირველ სეტში ორი, ხოლო მეორე სეტში სამი ბრეიკი შეასრულა და ნათელი იყო, რომ ძლიერ მეტოქეს ადვილად აჯობებდა.

ქართელ ჩოგბურთელს 6 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მეტოქის აქტივში 2 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსის მერვედფინალში 12 აგვისტოს, რეიტინგის მე-13 ნომერ ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდება.

ალექს დე მინორი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 0:2 (1:6, 1:6)

0.148555