ჩოგბურთი

21:58 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სტარტი ტორონტოს ტურნირში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო და 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

1/32 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ჯენსონ ბუკსბის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში, 2:1 დაამარცხა. პირველი სეტი ნიკოლოზმა უბრძოლველად, 2:6 წააგო, მაგრამ მეორე კიდევ უფრო ადვილად, 6:0 მოიგო და ყველაფერი მესამე სეტში გადაწყდა, რომელშიც 4:4-ზე ბრეიკი შეასრულა, რაც შეინარჩუნა და საბოლოოდ, 2:6, 6:0, 6:4 იმარჯვა.

ბასილაშვილმა 7 ეისი შეასრულა, მაგრამ 9 ორმაგი შეცდომაც ჰქონდა, ხოლო მეტოქის აქტივში 2 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა იყო. შეხვედრა საათსა და 52 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/16 ფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინორს 11 აგვისტოს დაუპირისპირდება.

0.150163