სხვა

10:16 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალომე ფაჟავა ფინალში გასასვლელად იბრძვის

ტოკიოს ოლიმპიურ გათამაშებაში ქართველი სპორტსმენი სალომე ფაჟავა ჩაერთო, რომელიც მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზობს.

23 წლის ფაჟავამ ამ დროისთვის ორ დისციპლინაში იასპარეზა - ჯერ რგოლით და შემდეგ ბურთით.

ორივე დისციპლინის ჯამში სალომეს 45.500 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა. ფინალში საუკეთესო 10 სპორტსმენი გადავა, შესაბამისად, ქართველს მომდევნო დისციპლინებში შედეგის გაუმჯობესება მართებს.

ფაჟავა დღესვე გურზითა და ლენტით გამოვა, სწორედ ამის შემდეგ ოთხივე გამოსვლის შედეგები შეჯამდება და საუკეთესო 10 სპორტსმენი ფინალის საგზურს მოიპოვებს.

0.115014