ფეხბურთი

18:37 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიხაელ ბალაკის 18 წლის შვილი ავარიის შედეგად გარდაიცვალა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, მიხაელ ბალაკის ვაჟი 18 წლის ასაკში დაიღუპა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ბალაკის ოჯახი პორტუგალიაში დასასვენებლად იმყოფება, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ემილიო კვადროციკლით ავარიაში მოჰყვა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტრაგედია ადგილობრივი დროით დილის 2 საათზე მოხდა, ლისაბონის სამხრეთით მდებარე ნახევარკუნძულ ტროიაში, სადაც გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს სახლი აქვს ნაყიდი და ზაფხულობით ოჯახთან ერთად იქ ისვენებს. ავარიის დინამიკა და დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

ემილიო მიხაელ ბალაკის მეორე შვილი იყო. მიხაელს ასევე ჰყავს ლუისი, რომელიც გერმანელის პირველი შვილია და ყველაზე უმცროსი ჟორდი.

0.120875