ფეხბურთი

23:58 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას დამატება თურქულ კლუბს სურს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან შენგელია შესაძლოა „ბურსასპორში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი პრესა წერს, „ბურსა“ მის პოზიციაზე ფეხბურთელს აქტიურად ეძებს და მხარეები საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან. შენგელია თურქულ ფეხბურთს კარგად იცნობს, რადგან „ქონიასპორში“ ორი სეზონი გაატარა.

თურქეთის სუპერლიგაში მან 56 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ზაფხულში კი გუნდმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და ამ დრომდე უგუნდოდაა.

შენგელია „ბურსასპორის“ გარდა, პორტუგალიურმა მედიამ „ბოავიშტას“, ხოლო კვიპროსულმა მედიამ „აპოლონს“ დაუკავშირა.

0.150256