ფეხბურთი

17:23 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" უზბეკი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ „ჯენოადან“ უზბეკი თავდამსხმელი ელდორ შომუროდოვი დაიმატა. „მგლებთან“ აზიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ტრანსფერის ღირებულებამ 17.5 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ბონუსებიც დაემატა.

ელდორ შომუროდოვმა გასულ სეზონში „ჯენოაში“ 32 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.150328