ჩოგბურთი

15:10 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ ზვერევი ოლიმპიური ჩემპიონია

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩოგბურთელებმა ასპარეზობა დაასრულეს და ალექსანდრ ზვერევმა ოქროს მედალი მოიგო.

გერმანელმა ჩოგბურთელი მთელი ოლიმპიადა დიდებულად ჩაატარა და ფინალშიც უნაკლო იყო. ზვერევმა გადამწყვეტი შეხვედრა რუს კარენ ხაჩანოვს მოუგო, რომელსაც უბრალოდ შანსი არ მისცა - 6:3, 6:1.

ზვერევი საკუთარ ჩაწოდებაზე ბრწყინავდა, ყველა გეიმი მოიგო, 6 ეისიც ჰქონდა და ორმაგი შეცდომაც არ დაუშვია. პირველ და მეორე სეტში მან ორი ბრეიკი გაახერხა ხაჩანოვის ჩაწოდებაზე და გამარჯვებას საათნახევარზე ნაკლები დრო მოანდომა. ალექსანდრ ზვერევი შტეფი გრაფის შემდეგ პირველი გერმანელი ჩოგბურთელია, რომელიც ერთეულთა თანრიგში ოლიმპიადა მოიგო.

შეგახსენებთ, ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ითამაშა, 4:6, 6:7 წააგო და სწორედ მასთან მარცხით დაემშვიდობა ოლიმპიურ თამაშებს.

0.134946