ფეხბურთი

21:26 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დონიელ მალენი "დორტმუნდის" ფეხბურთელია

ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელმა დონიელ მალენმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 22 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

”დორტმუნდი" ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული კლუბია, რომელიც ბუნდესლიგის სათავეშია და ასევე კარგ შედეგებს აჩვენებს ჩემპიონთა ლიგაზე. ველოდები იმ მომენტს, როდესაც ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად შევალ მოედანზე. და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდები გულშემატკივრებთან შეხვედრას, რომლებიც გამორჩეულები არიან მთელს ევროპაში ”, - თქვა მალენმა.

შეგახსენებთ, რომ მალენი ბოლოს პსვ-ს ღირსებას იცავდა, მამამდე კი "აიაქსის", "არსენალისა" და პსვ-ს ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ის 2019 წლიდან ნიდერლანდების ნაკრებშიც თამაშობს. 2020-2021 წლების სეზონში ფორვარდმა ერედივიზიაში 32 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

0.116962