ფეხბურთი

19:15 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სექტემბერში ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ინფორმაცია სფფ-ის პრესსამსახურმა დაადასტურა.

მატჩი 8 სექტემბერს, სოფიაში, „ვასილი ლევსკის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

„ჩვენთის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩაატაროს და მწვრთნელმა ბევრ მოთამაშეს მისცეს თამაშის შანსი. მოგეხსენებათ, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე ჩვენი გუნდი ორ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ამხანაგურ თამაშს კი, მთავარი მწვრთნელი იმ ფეხბურთელების სანახავად გამოიყენებს რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში ნაკლები დრო მიეცემათ“, - თქვა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 სექტემბერს, ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო 5 სექტემბერს, ესპანეთს სტუმრად შეხვდება.

0.15009