ფეხბურთი

0:49 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი: "ბარსელონაში" ტიტულების მოსაგებად გადავედი"

კატალონიის „ბარსელონას“ მემფის დეპაი შეუერთდა, რომელმაც შვებულება დაასრულა და კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ნიდერლანდელმა შემტევმა პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „ბარსაში“ ტიტულების მოსაგებად გადავიდა.

„ძალიან განსაკუთრებული დღეა, აღფრთოვანებული ვარ. იმედი მაქვს, რომ ბევრ ტიტულს მოვიგებ, აქ ამისთვის მოვედი. ახლახან დავბრუნდი შვებულებიდან და ახლა დროა ყურადღება საქმეზე გავამახვილო.

ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად მოვერგო გუნდს. მიყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში და „ბარსას“ სტილი საჩემოა. კუმანი? მასთან ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე ნიდერლანდების ნაკრებში, მენდობოდა და მსოფლიოს საუკეთესო კლუბშიც მან გადმომიყვანა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის აქ არის და მზად ვარ მისთვის ვიბრძოლო“, - თქვა დეპაიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ მემფის დეპაი „ლიონიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

0.173903