ფეხბურთი

19:58 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურას" მეოთხე გამარჯვება მიმდინარე სეზონში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ქობულეთის "შუქურამ" საშინაო მატჩი ფოთში "სამტრედიის" წინააღმდეგ გამართა და 2:0 მოიგო. აღნიშნულ შეხვედრაში გოლები 57-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ ხოლო 64-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გაიტანეს.

მიმდინარე სეზონში "შუქურამ" ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 20 ქულით ჯერჯერობით მეშვიდე ადგილზეა. ასევე, გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია ამ მატჩში შეწყვიტა. რაც შეეხება სამტრედიას, ეს გუნდი ბოლო ადგილზე 10 ქულით იმყოფება და 21 შეხვედრაში 15 წაგება აქვს.

0.170128