ფეხბურთი

21:13 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "დე ბრუინს და აზარს სერიოზული ტრავმები არ აქვთ და გუნდში რჩებიან"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ ედენ აზარსა და კევინ დე ბრუინს სერიოზული ტრავმები არ აქვთ. იტალიასთან ბელგიელთა წამყვანი ფეხბურთელების თამაში გამორიცხული არ არის.

“სამედიცინო პერსონალის ინფორმაცია ორივე მათგანის შესახებ პოზიტიურია. ისინი გუნდში რჩებიან, სერიოზული ტრავმები არ აქვთ. თამაში პარასკევსაა, მაგრამ მათი საუკეთესო ფორმით მოედანზე ყოფნა რთული იქნება. ვნახოთ როგორ იქნებიან, 24 საათი კიდევ უნდა მოვიცადოთ. 50%-ით არსებობს შანსი, რომ იტალიასთან ითამაშონ“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრების ლიდერებმა ტრავმები პორტუგალიასთან მატჩში მიიღეს. დე ბრუინმა კოჭის ტრავმის გამო მინდორი მეორე ტაიმის დასაწყისში დატოვა, ხოლო აზარმა კუნთის დაზიანების გამო თამაშის მიწურულს დატოვა მოედანი. ბელგია 2 ივლისს მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.132738