ფეხბურთი

20:12 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" სამტრედიაში იმარჯვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა გორის „დილას“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.

იმერული გუნდი ღრმა კრიზისშია და ქულების დაგროვებას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებს. გოლები მეორე ტაიმში გავიდა და ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გახსნა, რასაც კამარას ზუსტი პენალტი მოჰყვა და გორელთა უპირატესობა გაზარდა. ბოლოსკენ ლომთაძემ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ „სამტრედია“ მარცხს ვერ გადაურჩა.

გორის „დილა“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „სამტრედიას“ 10 ქულ აქვს და ბოლო პოზიციაზეა.

„სამტრედია“ – „დილა“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 კაპაანძე (50), 0:2 კამარა (53, პენ), 1:2 ლომთაძე (84)

0.123183