ფეხბურთი

16:18 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "რონალდუს შესაჩერებლად გეგმა საჭირო არაა"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ სათამაშოდ გეგმას არ ადგენს. მისი აზრით, მთავარია მთლიანად პორტუგალიის ნაკრების განეიტრალება და მათ რონალდუს გარდა, სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავთ.

„როდესაც კონკრეტულად ერთი მოთამაშის წინააღმდეგ გეგმას ამზადებ, შეიძლება შთაბეჭდილება სხვებმა მოახდინონ. რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუ ის მოთამაშეა, ვისაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ იგივე მოცემულობით ყურადღება დანარჩენ 10 მოთამაშესაც უნდა დავუთმოთ.

ამ გუნდმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთად ლიგა, რადგან წარმოუდგენელი მენტალიტეტი აქვთ და იციან, როგორ ითამაშონ დიდი მატჩები. ვიცით, რომ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, იცის, როგორ გამოიყენოს სივრცე და სხვადასხვა მანძილიდან სახიფათოა. მოუთმენლად ველოდებით თამაშის, რადგან ასეთი მატჩების თამაში სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი 27 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.175364