ფეხბურთი

21:46 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მემფის დეპაი "ბარსელონაში" ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონამ“ „ლიონის“ თავდამსხმელი მემფის დეპაი დაიმატა. როგორც ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, დეპაი „ბარსას“ ფეხბურთელი 1 ივლისიდან გახდება.

ნიდერლანდელმა ესპანურ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „კამპ ნოუზე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

შეგახსენებთ, დეპაის კარიერა პსვ ეინდჰოვენში დაიწყო, შემდეგ ერთი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, ხოლო 2016 წლიდან „ლიონში“ 178 თამაშში 76 გოლის გატანა მოახერხა.

მემფის დეპაი სერხიო აგუეროს, ერიკ გარსიასა და ემერსონ როიალის შემდეგ მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც „ბარსელონამ“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში უფასოდ დაიმატა.

0.152218